» მენიუ:

 » მთავარი

 » წესდება
 » წევრები
 » პროექტები
 » მისამართი

» ენა:


 

 


რეგისტრირებულია
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ
2002 წლის "---------" "-----------------------"
--------------- გადაწყვეტილებით.


საქართველოს კომპიუტერული საზოგადოების წესდება


თბილისი

2002 წელი

1. ზოგადი დებულებები
1.1. კავშირი საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება (შემდგომში – კავშირი) არის საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო, არასამთავრობო ორგანიზაცია.
1.2. საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი. კავშირი იურიდიული პირის სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, წინამდებარე წესდებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
1.3. საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, კავშირი მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.4. კავშირი უფლებამოსილია ჰქონდეს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით, განკერძოებული ქონება, საანგარიშსწორებო და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1.5. კავშირი უფლებამოსილია დადოს გარიგებები თავისი სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად. მას შეუძლია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები და განახორციელოს მოვალეობანი, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო კონტაქტები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
1.6. კავშირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დააფუძნოს ფილიალები (განყოფილებები), რომლებიც იმოქმედებენ კავშირის მიერ დამტკიცებული აქტების საფუძველზე, აგრეთვე განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
1.7. კავშირის დავა სხვა იურიდიულ პირებთან და მოქალაქეებთან განიხილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
1.8. კავშირი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
1.9. კავშირის იურიდიული მისამართია: 380060, საქართველო, ქ. თბილისი, ლუქსემბურგის. ქ. # 8.
2. კავშირის მიზნები და ამოცანები
კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანია კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს:
საქართველოში კომპიუტერიზაციის განხორციელებას;
საქართველოს მოქალაქეთა ინფორმატიზაციას;
ინტერნეტის პროპაგანდას საქართველოში;
ინტერნეტის ქსელის, როგორც თვისობრივად ახალი ტიპის გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ქართული კომპიუტერული ტერმინოლოგიის დანერგვასა და განვითარებას;
ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სტანდარტების დამუშავებას;
ინტეგრაციას ანალოგიური პროფილის საერთაშორისო სტრუქტურებში;
საქართველოში განათლების სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეს;
სწავლების კომპიუტერული მეთოდებისა და ფორმების დანერგვას;
ინტერნეტ-სწავლების დისტანციური ფორმების აქტიურ დანერგვასა და ხელშეწყობას;
მოქალაქეთა პროფესიულ მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
საქართველოს მეცნიერთა, ხელოვანთა, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას;
სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების წარმოებასა და მხარდაჭერას;
ინტერნეტის სფეროში მომუშავე პირთა სოციალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების სამართლებრივ დაცვას.
3. კავშირის საქმიანობის ფორმები
ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად კავშირი კანონით დადგენილი წესით:
ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას;
აწყობს კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, დისკუსიებს, სემინარებს, გამოფენებსა და კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს;
მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთის საზოგადოებრივი გაერთიანებების მუშაობაში;
აგროვებს შემოწირულობებს;
ქმნის სასწავლო-საინფორმაციო და სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის კომპიუტერულ ცენტრებს;
აწარმოებს სარეკლამო, საგამომცემლო, საექსპერტო, საკონსულტაციო და მთარგმნელობით საქმიანობას;
ახორციელებს სხვადასხვა სახის საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად;
ქმნის განყოფილებებს, ფილიალებს, წარმომადგენლობებს;
შუამდგომლობს მეცნიერების, განათლებისა და ინტერნეტის სფეროში მომუშავე თვალსაჩინო მოღვაწეთათვის ჯილდოების, პრემიებისა და საპატიო წოდებების მინიჭებას;
აფუძნებს საკუთარ პრემიებს, ჯილდოებს, ბეჭდვით ორგანოებს;
გამოსცემს და ავრცელებს თემატურ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, ჟურნალებსა და წიგნებს, ბროშურებს – როგორც თაბახზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით: ინტერნეტის ქსელში რეალიზებულ ელექტრონულ ჟურნალებს, დისტანციური სწავლების მასალებს, ლაზერულ დისკებზე რეალიზებულ აუდიოვიზუალური და სხვა სახის პროგრამულ პროდუქტებს და ა.შ.;
ასრულებს ინტერნეტ-პროვაიდერის ფუნქციებს, ქმნის სერვერებს, ვებ-კვანძებს, ვებ-არხებს, ინტერნეტ-კლუბებს და ა.შ.
აწარმოებს მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა სხვა, მათ შორის დამხმარე ხასიათის კომერციულ საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
4. კავშირის დამფუძნებლები
კავშირის დამფუძნებლები არიან:
სიმონ რაზმაძე – საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. რუსთავში 1953 წლის 27 იანვარს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ლუქსემბურგის ქ. # 8;
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, დოცენტი;
გელა პავლიაშვილი _ საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული საგარეჯოს რ-ნის სოფ. კაკაბეთში 1963 წლის 6 სექტემბერს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ვარკეთილის II მიკრორაიონი, XIV კორპ, ბ. 24;
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, თსუ დოცენტი;
ლევან როინიშვილი - საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. თბილისში 1973 წლის 9 ივლისს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ონიაშვილის ქ. # 25;
მათემატიკოსი, მიკროსაფინანსო ბანკის უფროსი საინფორმაციო ექსპერტი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
თემურ კივილაძე _ საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. თეთრ წყაროში 1952 წლის 30 იანვარს;
მცხოვრები ქ. თბილისში, დიდი დიღომი, III მიკრორაიონი, IV კორპ, ბ 41;
ინჟინერ-ელექტრიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
იოსებ ბლიაძე _ საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. თბილისში 1960 წლის 6 ივნისს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქ. # 44;
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ დოცენტი, შპს “მაგთიკომის” ფინანსური მენეჯერი;
ალექსანდრე ღუღუნიშვილი _ საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. ჭიათურაში 1953 წლის 9 თებერვალს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის ქ. # 49;
მათემატიკოსი, საქართველოს პარლამენტის მთავარი სპეციალისტი;
5. კავშირის წევრობა
5.1. კავშირის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც იზიარებს კავშირის მიზნებს და იცავს ამ წესდების მოთხოვნებს;
5.2. კავშირის წევრად გახდომისათვის საჭიროა პირადი განცხადება და კავშირის წევრის წერილობითი რეკომენდაცია. წევრად მიღება ხდება გამდეობის მიერ ან საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით;
5.3. კავშირის წევრის უფლებამოსილება წყდება:
საკუთარი განცხადების საფუძველზე;
გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ 12 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს ან იგი არღვევს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედითუუნაროდ ცნობისას;
გარდაცვალებისას.
5.4. გამგეობის გადაწყვეტილებით კავშირის საპატიო წევრად შეიძლება მიღებული იქნას პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს კავშირის საქმიანობას, მაგრამ არ არის მისი წევრი. საპატიო წევრზე კავშირის წევრისათვის ამ წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი არ ვრცელდება. საპატიო წევრის სტატუსს განსაზღვრავს გამგეობა.
6. კავშირის წევრთა უფლება-მოვალეობანი
6.1. კავშირის წევრს უფლება აქვს:
მონაწილეობდეს კავშირის წევრთა საერთო კრებაში;
აირჩიოს და არჩეულ იქნეს კავშირის მმართველ ორგანოებში;
კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს კავშირის საქმიანობაში, მის პროგრამებში;
მიიღოს ინფორმაცია კავშირის ღონისძიებათა შესახებ;
მიიღოს ინფორმაცია კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი საქმიანობის შესახებ;
კავშირის მმართველი ორგანოების განსახილველად გამოიტანოს წინადადებები კავშირის საქმიანობის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ განხილვაში;
მონაწილეობდეს კავშირის გამგეობის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით;
ისარგებლოს კავშირის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
იქონიოს კავშირის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა;
ატაროს კავშირის ემბლემა და ისარგებლოს კავშირის სიმბოლიკით.
6.2. კავშირის წევრი მოვალეა:
საკუთარი საქმიანობით ხელი შეუწყოს კავშირის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
დაიცვას კავშირის წესდება და საერთო კრების გადაწყვეტილებები;
მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიერ მოსაწყობ ღონისძიებათა ჩატარებაში;
გადაიხადოს საწევრო შენატანი საერთო კრების მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
გაუფრთხილდეს კავშირის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას.
7. კავშირის მართვა
7.1. კავშირი იქმნება დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ კავშირის წევრებს. დამფუძნებლები ამტკიცებენ კავშირის წესდებას დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით;
7.2. კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა სხვისთვის არ შეიძლება;
7.3. საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება:
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა კავშირის წესდებაში, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება;
კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მიზნობრივი პროგრამებისა და გრძელვადიანი პროექტების დამტკიცება;
კავშირის მიზნის შეცვლა; სხვა ორგანიზაციებთან შერწყმა თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება;
გამგეობის წევრთა უფლებამოსილების განსაზღვრა, გამგეობის წევრთა არჩევა. არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ახალი წილისყრა ჩატარდება საერთო კრების მიერ დადგენილი წესით;
გამგეობის ანგარიშების მოსმენა და დამტკიცება;
გადაწყვეტილების მიღება კავშირის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, რასაც დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობა სჭირდება.
7.4. წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში კავშირის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომელიც ირჩევა საერთო კრების მიერ 5 წლის ვადით და შედგება მინიმუმ 3 წევრისაგან:

სიმონ რაზმაძე – საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. რუსთავში 1953 წლის 27 იანვარს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ლუქსემბურგის ქ. # 8;
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, დოცენტი;

გელა პავლიაშვილი _ საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული საგარეჯოს რ-ნის სოფ. კაკაბეთში 1963 წლის 6 სექტემბერს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ვარკეთილის II მიკრორაიონი, XIV კორპ, ბ. 24;
მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის წამყვანი სპეციალისტი, თსუ დოცენტი;

ლევან როინიშვილი - საქართველოს მოქალაქე;
დაბადებული ქ. თბილისში 1973 წლის 9 ივლისს;
მცხოვრები ქ. თბილისში, ონიაშვილის ქ. # 25;
მათემატიკოსი, მიკროსაფინანსო ბანკის უფროსი საინფორმაციო ექსპერტი.

7.5. საერთო კრება ირჩევს გამგეობის წევრებიდან კავშირის თავმჯდომარეს 5 წლის ვადით.
7.6. გამგეობის სხდომა ინიშნება კავშირის თავმჯდომარის მიერ საჭიროებისამებრ. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3 მაინც. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე ხმების უბრალო უმრავლესობით. სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც თანმიმდევრულ ასახვას ჰპოვებს სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილებანი.
7.7. გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან კავშირის საქმეები წარმართონ კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზარალისათვის აგებენ პასუხს.
7.8. გამგეობა:
განაგებს კავშირის ქონებას;
იწვევს საერთო კრებას და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მის წარმართვას;
იღებს კავშირის ახალ წევრებს;
კავშირის მიზნების განსახორციელებლად ქმნის ჯგუფებსა და განყოფილებებს, ამტკიცებს მათ ხელმძღვანელებს;
იღებს გადაწყვეტილებებს კავშირის ფილიალების (წარმომადგენლობების) შექმნისა და მათი ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
აფუძნებს კავშირის საწარმოებსა და თვითდაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
ადგენს წლიურ ბიუჯეტსა და ბალანსს, ფინანსურ და საწარმოო გეგმებსა და პროექტებს;
აწარმოებს კავშირის თანამშრომელთა სამსახურში მიღებას და დათხოვნას გამგეობის წევრთა გარდა;
განსაზღვრავს შრომის ანაზღაურების პირობებს, წყვეტს საკითხს პრემიების გაცემის თაობაზე;
იღებს სხვა გადაწყვეტილებებს კავშირის მიერ წესდებით დასახული მიზნების მისაღწევად.
7.9. გამგეობის მთელ საქმიანობას წარმართავს კავშირის თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ირჩევს კავშირის წევრთა საერთო კრება 5 წლის ვადით.
7.10. კავშირის თავმჯდომარე:
წარმოადგენს კავშირს იურიდიულ და ფიზიკურ ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
იწვევს და უძღვება გამგეობის სხდომებს;
უზრუნველყოფს გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
კავშირის სახელით დებს ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, გასცემს მინდობილობებს, გამგეობასთან შეთანხმებით იძენს და განკარგავს კავშირის ქონებას;
ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, ხელს აწერს საფინანსო და სხვა სახის ოფიციალურ დოკუმენტაციას;
ახორციელებს გამგეობის მიერ მინიჭებული უფლებების ფარგლებში სხვა საქმიანობას.
7.11. თავმჯდომარის გადადგომის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგეობა ერთი თვის განმავლობაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს დარჩენილი ვადით.
8. კავშირის ქონება, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
8.1. კავშირის ქონებას შეადგენს ძირითადი, საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობანი, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში და საჭიროა ამ წესდებით გათვალისწინებული მისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის.
8.2. კანონით დადგენილი წესით კავშირის სახსრები იქმნება:
საწევრო შენატანებით;
ქართველი და უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების უსასყიდლო და საქველმოქმედო შემოწირულობებიდან;
საკუთარი საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;
გრანტებით;
კანონით დადგენილი წესით სხვადასხვა ჩატარებული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებიდან;
სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლებიდან, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობას.
8.3. კავშირს შეუძლია საკუთრებაში ჰქონდეს შენობა-ნაგებობანი, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, საცხოვრებელი ფონდი-მოწყობილობა, ინვენტარი და სხვა ქონება, რაც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
8.4. აღნიშნული მიზნების მისაღწევად კავშირის უფლება აქვს განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, დააფუძნოს საწარმოები და სამეურნეო ანგარიშიანი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობიდან მიღებული მოგება გამოიყენოს მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად, მისი განაწილება კავშირის დამფუძნებლებს, შემომწირველებსა და გამგეობის წევრებს შორის არ დაიშვება.
8.5. კავშირს უფლება აქვს განახორციელოს კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.
8.6. კავშირის გამგეობას აკისრია პასუხისმგებლობა ფულადი სახსრების სწორად გამოყენებისა და საზოგადოებრივი ქონების დაცვის საქმეში.
8.7. კავშირი თავის ქონებას და სახსრებს ფლობს, იყენებს და განკარგავს დასახული მიზნების შესაბამისად.
8.8. ფულადი სახსრების ხარჯვა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

9. კავშირის ლიკვიდაცია და ქონების განაწილების წესი
9.1. კავშირის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.2. კავშირის ლიკვიდაცია ხდება:
მიზნის მიღწევის შემთხვევაში;
საერთო კრების გადაწყვეტილებით;
რეგისტრაციის გაუქმებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
9.3. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სალიკვიდაციო კომისიის მიერ განკარგული იქნება საქართველოს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

კავშირის დამფუძნებელთა ხელმოწერები:

ს. რაზმაძე (იგივე კავშირის თავმჯდომარე)
გ. პავლიაშვილი (იგივე გამგეობის წევრი)
ლ. როინიშვილი (იგივე გამგეობის წევრი)
თ. კივილაძე
ი. ბლიაძე
ა. ღუღუნიშვილი


 

სარჩევი:
[მთავარი] [წესდება] [წევრები] [პროექტები] [მისამართი]
პროექტები:
[გაზეთ “სკოლა&ინფორმატიკის“ ელექტრონული ვერსია]
[დისტანციური სწავლება: მაშავის კონფერენცია იერუსალიმში]
[საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა ჩრდილოეთ კაროლინაში]
[საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა ჩიკაგოში]
[დისტანციური სწავლება: ტექსტის რედაქტირების ტრენაჟორი დამწყებთათვის]
[დისტანციური სწავლება: დოკუმენტის დაფორმატების ტრენაჟორი დამწყებთათვის]
[დისტანციური სწავლება: MS Word - კომპლექსური მაგალითები]
[დისტანციური სწავლება: კომპიუტერული ტესტები (14,0 მბ)]
[დისტანციური სწავლება: ქართული პოეზია (75.6 მბ)]
[დისტანციური დაპროგრამება (ინგლისურად)] [DrWeb]
[ინგლისურ-ქართულ-რუსული კომპიუტერული და საბიბლიოთეკო ტერმინოლოგია]
[კლავიატურის ტრენაჟორები:] [გამომგონებელი გრიგოლ კვარაცხელია]


Copyright © 2002-2003, საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება
© საიტის ავტორი: თორნიკე რაზმაძე torniker@gmail.com
 
» ბოლო პროექტები:

დისტანციური დაპროგრამება (ინგლისურად) - დისტანციური პროგრამული პაკეტების დამუშავება უცხოელი პარტნიო-რებისათვის. მაღალი ხარისხის პროგრამული პროდუქცია მხოლოდ 12$ საათში!
კლავიატურის ტრენაჟორები: - აქ შეგიძლიათ გადმოიწეროთ კლავიატურის მასწავლი პროგრამა-ტრენაჟორები
დისტანციური სწავლება: ტექსტის რედაქტირების ტრენაჟორი დამწყებთათვის - აქ არის 14 სავარჯიშო Word-ში რედაქტირების შესასწავლად
დისტანციური სწავლება: დოკუმენტის დაფორმატების ტრენაჟორი დამწყებთათვის - აქ არის 8 სავარჯიშო Word-ში დაფორმატების შესასწავლად
დისტანციური სწავლება: MS Word - კომპლექსური მაგალითები - აქ არის MS Word-ის 10 კომპლექსური მაგალითი
დისტანციური სწავლება: კომპიუტერული ტესტები (14,0 მბ) - ქართული პროგრამული უზრუნველყოფა: შეამოწმეთ თქვენი ცოდნის დონე ვინდოუსში, ინტერნეტსა და საოფისე პროგრამებში
დისტანციური სწავლება: ქართული პოეზია (75.6 მბ) - ქართული პროგრამული უზრუნველყოფა: საგანმანათ-ლებლო კომპიუტერულ-ლიტერატურული თამაში
DrWeb - აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ საუკეთესო ანტივირუსული პროგრამა DrWeb