კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს კომპიუტერული საზოგადოების საიტზე


საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება არის არამომგებიანი, არაპოლიტიკური, არასამთავრობო ორგანიზაცია. საქართველოს კომპიუტერული საზოგადოების დანიშნულებაა ინფორმაციული საზოგადოების განვითარებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიის მხარდაჭერა და პარტნიორ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა საზოგადოებრივ განვითარებაში წვლილის შეტანის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილური ეკონომიკისა და სოციალურ განვითარებას. ამისათვის საქართველოს კომპიუტერული საზოგადოება არ დაიშურებს თავის ენთუზიაზმსა და პროფესიონალიზმს.

კავშირის მიზნები და ამოცანები

კავშირის საქმიანობის ძირითადი მიზანია კანონით დადგენილი წესით ხელი შეუწყოს:

* საქართველოში კომპიუტერიზაციის განხორციელებას;
* საქართველოს მოქალაქეთა ინფორმატიზაციას;
* ინტერნეტის პროპაგანდას საქართველოში;
* ინტერნეტის ქსელის, როგორც თვისობრივად ახალი ტიპის გარემოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
* ქართული კომპიუტერული ტერმინოლოგიის დანერგვასა და განვითარებას;
* ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სტანდარტების დამუშავებას;
* ინტეგრაციას ანალოგიური პროფილის საერთაშორისო სტრუქტურებში;
* საქართველოში განათლების სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეს;
* სწავლების კომპიუტერული მეთოდებისა და ფორმების დანერგვას;
* ინტერნეტ-სწავლების დისტანციური ფორმების აქტიურ დანერგვასა და ხელშეწყობას;
* დისტანციური პროგრამული პაკეტების დამუშავება საზღვარგარეთელი დამკვეთებისათვის;

* მოქალაქეთა პროფესიულ მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
* საქართველოს მეცნიერთა, ხელოვანთა, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული ინტერესების დაცვასა და მხარდაჭერას;
* სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების წარმოებასა და მხარდაჭერას;
* ინტერნეტის სფეროში მომუშავე პირთა სოციალური და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების სამართლებრივ დაცვას